გეოპოლიტიკური მეორედ მოსვლაა და ამასობაში ჩვენ მართლა პატარა სოფლად გადაგვაქცია ივანიშვილმა - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში:
NATO მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას MAPის გარეშე.
სტოლტენბერგი მხარს უჭერს თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში.
გეოპოლიტიკური მეორედ მოსვლაა და ამასობაში ჩვენ მართლა პატარა სოფლად გადაგვაქცია ივანიშვილმა, ყველასგან მივიწყებულ და ღვთის პირისგან გადავარდნილ, მცხეთის პერაშკების, "დარიშხანული" საეკლესიო ინტრიგების, გეების მარბიელი ლიკრის მოტკეცილ მაიკებში გამოკვართული თავადვე გეი-ორკების, ქოლცენტრების და ბიტკოინების ტერიტორიად.
ამ ყველაფრის შესაცვლელად "ქართველი ხალხი იმსახურებს" არ კმარა.