სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა იყო, ჩემის აზრით, მცდარი. უარი ამაზე 99%ით პროგნოზირებადი იყო სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, და არა იმის გამო, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტრასბურგმა მძიმედ არ მიიჩნია - ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
რა იყო არასწორი:
არ უნდა მოხსნილიყო/გაბუნდოვანებულიყო მთავარი ხაზი - პოლიტპატიმრობა და არაჰუმანური მოპყრობა და არ მომხდარიყო სრულად გადართვა ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობაზე;2. არ უნდა ყოფილიყო განცხადებები მიშას საქართველოს პოლიტიკიდან წასვლაზე - ან რატომ უნდა წავიდეს, ან რისთვის გაკეთდა ეს განცხადებები საერთოდ, თეორიულადაც ვერაფრის მომტანი, უკუეფექტის გარდა;3. სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა იყო, ჩემის აზრით, მცდარი. უარი ამაზე 99%ით პროგნოზირებადი იყო სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, და არა იმის გამო, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტრასბურგმა მძიმედ არ მიიჩნია. სასამართლოს უარი კი სწორედ ასე "გაყიდა" ოცნების პროპაგანდამ - "სტრასბურგმა დაადგინა, რომ არაფერი არ ჭირს", რაც ცხადია ტყუილია, მაგრამ იმუშავა.