უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დღეს არის სამყაროს მორალური ლიდერია, ასეთი თხოვნით რომ გამოდის, ეს უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
„რაც უფრო სწრაფად და დადებითად იფიქრებს ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაზე, მით უკეთესია არა მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის და მისთვის. ვხედავთ, რაც ხდება უკრაინიდან, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, მათ მოქალაქეს პირდაპირ ეთერში განლევა აქვს. არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო საკუთარ მოქალაქის წინაშე ამას არ დაუშვებს. მინდა, მივმართო არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უკრაინა, როგორც იდეა, როგორც დასავლეთი, როგორც ჩვენი მოკავშირე და მომავალში ლოკომოტივი მთელი რეგიონის, მათ შორის ბიზნესმენებს, არ გამოვა მეგობრებო ასე. თუ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ასე გაგრძელდა, ვერანაირ ბიზნეს ვერ გააკეთებთ, მათ შორის უკრაინაში, რადგან შეიძლება, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდეს, მოსალოდნელია იმის ფონზე, რაც ხდება. არავის შეარჩენს უკრაინა საკუთარი მოქალაქის მიმართ ასეთ მოპყრობას. ჩვენ თუ არ გვყოფნის იმის გაცნობიერების უნარი, რომ საკუთარ პრეზიდენტებს რანაირი დამოკიდებულება არც უნდა გვქონდეს მათ მიმართ, ასე არ უნდა ვექცეოდეთ, ჩვენ თუ არ გვყოფნის ამის თავმოყვარეობა, უკრაინა არ მისცემს არავის სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაშვება მძიმე ეტაპის დიპლომატიური ურთიერთობების დასაწყისია.
„მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში. საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით ის რას გააკეთებს, ეს არის მისი გადასაწყვეტი. მე მის ადგილზე განცხადებებს, რომელსაც აკეთებდა აქამდე, არ გავაკეთებდი და არ ვიჩქარებდი ამ განცხადების გაკეთებას. რას გააკეთებს იგი მომავალში, ეს არის მომავლის საკითხი და უნდა გადაწყდეს მომავალში. ახლა სასწრაფოდ მისი გადარჩენის საკითხია მოსაგვარებელი.
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დღეს არის სამყაროს მორალური ლიდერია, ასეთი თხოვნით რომ გამოდის, ეს უნდა შესრულდეს. გულწრფელად ვეტყვი, ყველამ წარმოიდგინეთ, პუტინი საკუთარ მოქალაქესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რაღაცას სთხოვს, დასრულებული არ ექნებოდა ციტატა, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესრულებული ექნებოდა სამარცხვინოდ ამას გააკეთებდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რადაც არ უნდა უღირდეს ქართულ ოცნებას ტყვეობაში მყოფი სააკაშვილი, ამის გამო მაინც ხომ უნდა იღებდეს ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოსთვის მიმართავს, მე მიმაჩნია, რომ ევროსასამართლოსთვის მიმართვა იყო დრამატული შეცდომა, ეს ჩემი მოსაზრებაა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.