კომპანია „თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 3 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, კრწანისის, გოდოლაძის და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის I, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, მუხიანი-2 დასახლების, დუმმბაძის, ნოზაძის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.










