გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში 125 აღსაზრდელზე გათვლილი,
განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
განახლებული ბაღის გახსნის ღონისძიებას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ
სოხაძე, კახეთში მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე,
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე
და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი დაესწრნენ.
ბაღში სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის მოწყობილია საგანმანათლებლო,
სათამაშო და დასასვენებელი სივრცეები, შენობა აერთიანებს სასწავლო,
მუსიკის, საძინებელ და ადმინისტრაციულ ოთახებს, სამზარეულოს, შიდა და
გარე სათამაშო ზონებს, ასევე რეკრეაციულ სივრცეს.
საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ -
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ილია ბეგიაშვილი, ბათუ გურჯიძე და
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.




