ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი არაფერია - სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს მანვე. მაგრამ, არ შეიძლება პოლიტიკურმა კლასმა საკუთარი თავი ფაქტობრივად გაიუქმოს. - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"არაფერი დასაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს, პირიქით, ძალიანაც პირიქით. ვინც რაც არ უნდა ის თქვას, გინდა ქუჩაში მდგომმა და გინდა სახლში თუ კამერის წინ მჯდომმა.
ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არა ბუნდოვანი ემოციური ტექსტები, რომელიც გულის მოფხანის და (მაქსიმუმ) აპლოდისმენტების იქით არ მიდის.რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო." - წერს ნიკა გვარამია.