ჩვენ მივიღებთ გაცილებით უფრო მძიმე სანქციებს, ვიდრე ამ ეტაპზე გვაქვს. ეს სანქციები იქნება, პირველ რიგში, ფინანსური ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ვვარაუდობ, დიდი ბრიტანეთის მხრიდან, ევროპას უფრო გაუჭირდება – შეიძლება, სანქციები იყოს ცალკეული ქვეყნების და არა მთლიანად ევროკავშირის, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

რაც შეეხება დღევანდელ სანქციებს, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია. თავისთავად ცხადია, ხალხი არ უნდა დაზარალდეს, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ნაბიჯი იქითკენ, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს, თუმცა ეს ნაბიჯები მიზანმიმართულად და უკანდაუხევლად უნდა გადავდგათ ყოველდღიურად, თორემ, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ თუ რჩება, ეს ნიშნავს, რომ რჩება რუსეთი, გამორიცხულია, რომ ამ ტიპის სახელმწიფოსთან ვიზალიბერალიზაცია შეინარჩუნოს დასავლურმა სამყარომ. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ და ხალხმა ეს იცის, რომ ჩვენი პროტესტი, ხალხის პროტესტი და არა პოლიტიკური ლიდერების ამიტომ არის ეფექტიანი და საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ არის სპირალში, საიდანაც გამოსვლა აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება.

სანქციები კვლავ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და დამძიმდება, მაგრამ მთავარი ხაზი გადის ჩვენზე და მე მგონია, ჩვენ ეს ხაზი ძალიან წარმატებით გვიჭირავს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.