"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნატო ჩხეიძე ეხმაურება გიორგი ბურჯანაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსს, რომლის მიხედვით, ისე 31 მარტიდან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლად აღარ ჩაითვლება: გასრულდა ესე ამბავი. მეგობრებო, ხვალ ჩემი ბოლო დღე იქნება სახალხო დამცველის აპარატში. არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვირაში დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და 31 მარტის 12 საათიდან ოფიციალურად აღარ ვიქნები საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.
"სერიიდან:ჩვენი დღეების ქრონიკა გიორგი ბურჯანაძე ის კაცია, სადაც უნდა იყოს, ყველგან რომ სიკეთე მოაქვს და საიდანაც წავა, რომ დაგენანება. გიორგი ბურჯანაძე ის კაცია, თამასა რომ სულ ზემოთაც იყოს, მისწვდება და ცოტა კიდევ ზემოთ ასწევს. გიირგი ბურჯანაძე ის კაცია, რომ უნდა გინდიდეს სახელმწიფო სამსახურში რაგინდარა მაღალი რანგის მოხელედ, თუ ქვეყანა გიყვარს შენში და დაიწუნო და შეეცადი არაფერს გააკარო, თუ შენი თავი გიყვარს ქვეყანაში. გიორგი ბურჯანაძე ის კაცია, კომბლებს რომ თლის და ჭერში რომ აწყობს და… მის ხალხს და ქვეყანას ვინც შეაწუხებს, თავში რომ ჩასცხობს და… ცხენიც რომ შეკაზმული ჰყავს!.. კარგი კაცია გიორგი ბურჯანაძე." - წერს ნატო ჩხეიძე.