მიხეილ სარჯველაძემ "დღის კურიერში" მედიკამენტების სფერო მკაცრ რეგულაციებს უნდა ექვემდებარებოდეს.
"პროცესი არის დაწყებული, რომ გარკვეულ მედიკამენტებთან მიმართებაში, რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფოს უწევს ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება, იქ ბუნებრივია, რომ ასეთ ინტერვენციებს სახელმწიფო ამ დრომდეც აკეთებს და ამას გააგრძელებს. მასშტაბის გაზრდაზეც შეიძლება ფიქრი და ნაბიჯების გადადგმა. როდესაც ამ მიმართულებით, გარკვეულ საყვედურებს ვეუბნებით კერძო სექტორს, სწყინთ.
რეგულირება, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ეს არ არის ის სივრცე, ის სფერო, ბიზნესის ის სეგმენტი, სადაც შესაძლებელია იმდენად თავისუფალი იყოს, როგორც სარესტორნო ან სასტუმროს ბიზნესი და .აშ. ეს უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ რეგულირებას, მკაცრი რეგულირება სწყინთ სექტორის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს ბუნებრივია. აქ დაცული უნდა იყოს ხარისხი, ასევე ფასებიც. გასაგებია, ყველა ბიზნეს ოპერატორს შეიძლება სურვილი ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი მოგების რეგენირება ხდებოდეს მისი ბიზნესის მეშვეობით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება მიშვებული სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მკაცრი იქნება სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნები. როდესაც ჩვენ ვაწყდებით შემთხვევებს ხელოვნურად დეფიციტების შექმნის, როდესაც ვაწყდებით შემთხვევებს ფასის უსამართლო პოლიტიკის და ა.შ. როგორც ჩანს, მხოლოდ ბიზნეს ოპერატორების კეთილსინდისიერებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და ჩვენ მოგვიწევს ამ ტაქტიკით სიარული. სხვაგვარად, შეუძლებელია უბრალოდ მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი ინტერესების დაცვა. კიდევ უფრო აქტიურად მოგვიწევს დეფიციტებთან მიმართებაში ბრძოლა და ნაბიჯების გადადგამ," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.