რაკი საქართველოს აქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო. - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა,

„რეალურად, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ვაფასებთ და განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას, კეთილმეგობრულ ურთიერთობას და ვისურვებდით, რომ გაცილებით უფრო ინტენსიური და აქტიური იყოს ეს თანამშრომლობაც“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთსა და ამერიკასთან კავშირების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს.