ვივამედის დირექტორი ზ.ჩხაიძე მოგვიწოდებს,განსაკუთრებით დედას-გიულის  მოვიდეს და დაარწმუნოს პაციენტი რომ იკვებოს და მიიღოს მკურნალობა.მაშინ,როცა მიშა თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში და დღეს რეანიმაციას საჭიროებს.ალოგიკურია!!!!!და გასაოგნებელია როდესაც შეშინებული მედიკოსები მაშველ რგოლად იხმობენ დედას და ოჯახს. - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

თუ კლინიკას ვერ ძალუძს პაციენტის მოვლა მაშინ თვით ვივამედიც აქტიურად შეუერთდეს ექსპერტების მოთხოვნას მიშას გაყვანაზე.თუ ესაც არ შეგიძლიათ გადმოგვეცით ოჯახს მიშა და ჩვენ მოვუვლით. ბოლოს და ბოლოს ექიმები ვართ. და კიდევ ერთი დაუყოვნებლივ მოსამართლე მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი
დიდი ექიმობა არაა საჭირო მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად და გადაწყვეტილების მისაღებად" წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.