რუსებმა დაჩქარებულად გადაიყვანეს შავი ზღვის ფლოტი ნოვოროსიისკისკენ, რათა გაექცნენ უკრაინულ საცეცხლე საშუალებებს. ოჩამჩირეში ზღვის ფსკერს აღრმავებენ 10 მეტრამდე, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ 1 დიდი სადესანტო გემის და რამდენიმე კატარღის დაყენების საშუალებას მისცემს, რაც ბევრი ვერაფრით ეხმარება რუსული ფლოტის შემდგომი გადამალვის პრობლემას, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან კარგი შედეგები ჩვენების ფრონტზე - 1 დღეში განადგურებული 1400-მდე რუსი დამპყრობელი, 55 ტანკი, 120 ჯავშანმანქანა (ბეტეერი) და ათეულობით საარტილერიო სისტემა.
ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ყველა მცდელობა სადმე მაინც წაიწიოს წინ, სრული კრახით სრულდება, ამასობაში, უკრაინელები თანდათან, დამაჯერებლად მიიწევენ წინ სამხრეთის მიმართულებით, აზოვის ზღვისკენ.
ამასობაში, რუსებმა დაჩქარებულად გადაიყვანეს შავი ზღვის ფლოტი ნოვოროსიისკისკენ, რათა გაექცნენ უკრაინულ საცეცხლე საშუალებებს. ოჩამჩირეში ზღვის ფსკერს აღრმავებენ 10 მეტრამდე, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ 1 დიდი სადესანტო გემის და რამდენიმე კატარღის დაყენების საშუალებას მისცემს, რაც ბევრი ვერაფრით ეხმარება რუსული ფლოტის შემდგომი გადამალვის პრობლემას - მას შემდეგ რაც უკრაინამ დაიწყო ამერიკიდან ATACMS სისტემის რაკეტების მიღება, მკვეთრად გაძლიერდა უკრაინული დამრტყმელი პოტენციალი.
მოკლედ, იმაზე ნელა ვიდრე ყველას გვსურს, მაგრამ უკრაინა დამაჯერებლად მიდის წინ!“- წერს სააკაშვილი.