"ზედმეტი ილუზიები გადავდოთ გვერდზე და როდესაც ვსაუბრობთ შეტევაზე, ყოველ ჯერზე ეს უნდა იყოს ბევრად უფრო ძლიერი ზეწოლა. - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში  დღევანდელ პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. 

"ეს პროტესტი უნდა გაძლიერდეს, უნდა გადაიზარდოს ბევრად უფრო ზეწოლაში. იმიტომ რომ ძალიან ლამაზია, ამაღელვებელია  ხორუმის ყურება რუსთაველზე, მაგრამ იმათ ნერვი არ უტოკდებათ. იმათ ეზიზღება ხორუმი და ყვეკლაფერი, ჩვენ , ჩვენი საზომით მიუდგებით მათ, ისინი სხვანაირად აზორვნებენ, სხვაგან არიან ჩარჩენილი და ამ სიტუაციაში მათ უნდა ველაპარაკო იმ ენით, რომელიც ესმით. მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური ჯოხის ენით, სხვა შემთხვევაში შეშინება გაუვლით.

ხალხს სჭირდება შედეგი, ერთ წრეზე სიარული არ უნდა დავუშვათ, თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, მაგალითად, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე. თუ ძალიან ბევრ ხალხს ვკრებთ, ეს არ არის უბრალოდ ფონი განცხადებებისთვის, ეს არის იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ. მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს მთელ ქვეყანაში. მაგრამ, საბოლოო ჯამში გამარჯვება არის ძალიან ახლოს და არ უნდა გაგვისხლტეს ხელიდან ეს გამარჯვება. არ უნდა გაგვისხლტეს ხელიდან ეს ბოროტება.

საქართველო იმსახურებს და მიიღებს ბევრად მაგარ მომავალს. " - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.