ხალხს სჭირდება შედეგი, ერთ წრეზე სიარული არ უნდა დავუშვათ, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმმიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
"თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, მაგალითად, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე. თუ ძალიან ბევრ ხალხს ვკრებთ, ეს არ არის უბრალოდ ფონი განცხადებებისთვის, ეს არის იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ. მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს მთელ ქვეყანაში. მაგრამ, საბოლოო ჯამში გამარჯვება არის ძალიან ახლოს და არ უნდა გაგვისხლტეს ხელიდან ეს გამარჯვება. არ უნდა გაგვისხლტეს ხელიდან ეს ბოროტება.
საქართველო იმსახურებს და მიიღებს ბევრად მაგარ მომავალს. " - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.