მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ, დედაქალაქში ჩატარებულ საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს. 

"შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება" - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში". 

შეგახსენებთ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და თბილისში, რუსთვალი გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

პროტესტის მონაწილეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.