"მაინტერესებს, მთლიანად ახალგაზრდებისგან რომ გქონდეთ ხვალ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა, ვის რა პოსტზე დაასახელებთ", - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მაინტერესებს მთლიანად ახალგაზრდებისგან რომ გქონდეთ ხვალ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა, ვის რა პოსტზე დაასახელებთ.
შემადგენლობას აუცილებლად უნდა დაემატოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო და ასევე ანტი-ოლიგარქიული კომიტეტი, რომლის მიზანი იქნება ოლიგარქების კვალის მოშთობა პოლიტიკიდან და მომავალში მათ პოლიტიკაში შემოძრომის არ დაშვება.
აქვე ყველას გასაგონად მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში არცერთი თანამდებობისკენ პირადად საერთოდ არ მივისწრაფვი. მე მაქვს თანამდებობა უკრაინაში, ევროპის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ქვეყანაში და ასევე კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა იქ და უკრაინაში ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.








