საქართველოს მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციას ეხმიანება და წერს.

"რაც შეეხება ვიზებს და საქართველოს "ჭ კლასის" ქვეყნების კატეგორიაში გაყვანას - ყველამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა - ახლა მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლების სათავეში, ასეთი რამის მოხდენის მცირედი შანსიც კი თუ იარსებებდა?"  წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე".

შეგახსენებთ, აშშ-ს საელჩო საემიგრაციო ვიზების შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც  აღნიშნულია, რომ 2026 წლის 21 იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტი დროებით აჩერებს ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემას შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის: ჩამონათვალში ერთ-ერთი ქვეყანაა საქართველო.