ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა. ცხინვალზე აღარ ვლაპარაკობ, ის ბევრად უფრო ადვილია, მაგრამ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა. ეს არის ძალიან მარტივი გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ლაზიკა იქნება მიზიდულობის ცენტრი.
„ჩვენ უნდა ავაშენოთ ლაზიკის პორტი, სასტუმროები არის აშენებული, რომლებიც გააპარტახეს. ლაზიკა იქნება მიზიდულობის ცენტრი, მოხდება ბათუმიზაცია სოხუმის, და რაც მთავარია, ევროკავშირის პასპორტებით შევალთ აფხაზებთან. ჩვენ გვაქვს ცალმხრივი ვალდებულება აღებული, ჩემ მიერ 2010 წელს, რომ არასდროს საქართველო არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანი გზებით ამის კეთებას, ვაპირებთ, რომ არ დავუშვათ არეულობები. ივანიშვილი ემზადება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთღვის, მას ეს არ გამოუვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.