თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ სხდომაზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარემ იმის გამო ჩასვა ციხეში, რომ ქართველი ხალხის სიყვარული დაიმსახურა.
"ეს კაცი (ბიძინა ივანიშვილი) თვითონ ჩაიკეტა გალიაში და მეც ჩამკეტა გალიაში. მე მკეტავს გალიაში, იმიტომ რომ მან იცის რამხელა მხარდაჭერა მაქვს და როგორი სიყვარულია ჩემს მიმართა და როგორ ვუყვარვარ ჩემს ხალხს. თვითონ არის ჩაკეტილი, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის როგორ ეზიზღება ხალს." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში დისტანციური ჩართვისას.