საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის მეუფე შიოს განცხადებით, საჭიროა განვითარება და საღმრთო გზით სიარული.
"დღეს ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში მოვლენები ისე ვითარდება, იმისთვის, რომ ერმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალ მსოფლიოს მოწყობაში, წესრიგში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩენა და შენარჩუნება. ეს არის ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები და ეკლესია. მაქვს იმედი, დღევანდელი დღე, არჩევნები იქნება საწინდარი და დიდი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზნისკენ“, - განაცხადა მეუფე შიომ.