ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მესიჯი მივიღე, სადაც ამბობს, რომ არცთუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა ევროპელი პარლამენტარების ვიზიტზე საუბრისას „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მან ერთგვარი წუხილი გამოთქვა და ფინეთში მიმიწვია, რათა დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი. მომწონს, რომ არსებობს გარკვეული ხიდები, რათა ამას გარკვეული შეფასებები მოჰყვეს და მათი წარმომადგენლების მხრიდან დაგმონ ეს საქციელი“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, 14 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.