ძალადობა და ძალადობის წახალისება არა ქართული, არა ევროპული ღირებულებაა, მით უმეტეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც მაგალითის მიმცემი უმაღლესი სტრუქტურაა ქვეყანაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი წერს.

„იმედი მაქვს, პარლამენტის მე-11 მოწვევას საზოგადოება გონივრულად დააკომპლექტებს და სწორ ანალიზს გაუკეთებს დღევანდელ მდგომარეობას.

აი, ამისთვის არ იწვალა ოცნებამ, რომ მეტი ქალი ყოფილიყო პოლიტიკაში.

ვინც დღეს თინას და ალეკოს მარჯვენას უწონებთ, ევროპის გზიდან ყველაზე შორს ხართ!“ – წერს მარიამ ლაშხი.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დაპირისპირების დროს უმრავლესობის წევრზე, მარიამ ლაშხზე ფიზიკურად იძალადა.