სალომე ზურაბიშვილი ვიღაცის დავალებებს ასრულებს, თუ დაავალებენ, მესამე პოლიტიკურ ცენტრსაც შექმნის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, განაცხადა.

„თუ მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილზე მეტი რეიტინგი ექნება, კონკრეტული პირები მას შეაწყალებინებენ და სალომე ზურაბიშვილს გვერდით გაწევენ. თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, მიხეილ სააკაშვილს არ შეაწყალებინებენ და სალომე ზურაბიშვილს ათამაშებენ იმ როლს, რომელზეც დიდი ხანია დააყენეს.

სალომე ზურაბიშვილი ჩადგა იმ რადიკალური „ნაცების“ რიგებში, რომელსაც თუ ეტყვიან, რომ საქართველოს პატრიარქს დაესხას თავს, ამას გააკეთებს.

პრეზიდენტს რა მიზანი უნდა ჰქონდეს ასეთ დროს? რაც გიორგი გახარიას, ის ვიღაცის დავალებებს ასრულებს. თუ დაავალებენ, მესამე პოლიტიკურ ცენტრსაც შექმნის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.