საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე თავისუფლების მოედანზე იმ ადამიანებთან მივიდა, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასასწრებად რუსთაველზე იმყოფებიან. მან ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა: 

"ჩვენ ჩვენი ხალხი გვიყვარს და მაგიტომ, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ჩვენ ამ ყველაფერს მოვერიდეთ. დიდი მადლობა რომ ითვალისწინებთ და დავიშალეთ, არ დავძაბოთ ეს სიტუაცია",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.