ბოლო რამდენიმე საათი უმძიმესი იყო, ცდილობდნენ გასაჩივრებით გაეუქმებინათ რეკორდიც და პირველი ადგილიც, თუმცა ჩვენების ბრძოლა (აქაც) წარმატებით დასრულდა, სამართალმა იზეიმა და პარალიმპიური ოქრო ჩვენია! ვულოცავ გიგა ოჩხიკიძეს და საქართველოს! - ამის შესახე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ფეისბუკზე წერს.
მაროკოს საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პროტესტის განხილვის შემდეგ შემდეგ პარიზის პარალიმპიური თამაშების ოქროს მედალი ბირთვის კვრაში მათ ათლეტს გადაეცა
sport.le360-ის ცნობით, მაროკოს პარალიმპიური კომიტეტის პროტესტი დაკმაყოფილდა, პარიზის პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულს, გიგი ოჩხიკიძეს ცდები არ ჩაუთვალეს და ოქროს მედლის მფლობელად მეორე ადგილზე გასული მაროკოელი აბდელილი განი გამოაცხადეს.
მაროკოელთა ცნობა პარალიმპიური თამაშების ოფიციალურ საიტზე შედეგების ამსახველი ინფოთი დასტურდებოდა.
თუმცა, დაახლოებით 25 წუთის წინ ოფიციალურმა საიტმა ისევ გიგა ოჩხიკიძის პარალიმპიური ჩემპიონობა და მის მიერ ოქროს მედლის მოპოვება დაადასტურა.
საიტის თანახმად, გიგა ოჩხიკიძის მეოთხე ცდა, რომლითაც მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა, წესებით დაცვით შესრულდა.