რუსული ხელისუფლება როდის გეყოლებოდათ იცით? ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ვიღაც-ვიღაცები, არ დავაკონკრეტებ, მაგ მოწოდებაზე რომ წავყვეთ. მაგ შემთხვევაში, მაქსიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში თბილისში რუსული ტანკები იდგებიან და გეყოლებათ რუსული ხელისუფლება და მერე მიხვდებით, რუსული ვინ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმ რუსულ ხელისუფლებაში რომ გეყოლებოდათ ვიღაცები, დღეს რომ ეტრფით და გგონიათ ანტი-ოკუპანტები, აი ის ხალხი უკან რომ გადაბარგდებოდნენ, მერე მიხვდებოდით, რას ნიშნავს რეალურად რუსული ხელისუფლება. მაგ ნარატივს მერე ცოტა სხვანაირად შეხედავდით და „ვაიმე, დაგვღუპესო“, იტყოდით,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება რომ აჰყვეს იმ მოწოდებებს, რაც მათი ეთერებიდან ისმის, „ აქ იქნებიან რაღაც პერიოდის შემდეგ რუსული ტანკები და ეს უნდათ ვიღაცებს.