ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით რელიგიური რადიკალიზმის წახალისება.  - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"სწორედ ამისი მცდელობა აქვს ომის პარტიის ერთ-ერთ დანაყოფს!
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩვენს დებს და ძმებს, სწორედ მათი და ჩვენი საუკუნოვანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის უმძიმესი შეურაცხყოფაა “რადიკალური ისლამიზმის” ხსენებისას ამ ფრაზის მუსლიმებთან დაკავშირება და მათთან ასოცირების მცდელობა!
ვინც ამას კადრულობს, მას კი ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი!" - წერს მამუკა მდინარაძე.