რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოქალაქეები იცხოვრებენ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებზე უკეთ. ალბათ, ეს რომ 10 წლის წინ, დამეთანხმებით, 10 წლის წინ ვინმეს გაეხმოვანებინა შეიძლება გიჟადაც შეგვერაცხა, მაგრამ დღეს ამას ჩვენ კი არ ვამბობთ მხოლოდ, ამას ამბობს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი
„თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი არჩევნები, როცა ვამბობთ თამამად, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ციფრებზე დაყრდნობით, ასევე შეგვიძლია იგივე დავპირდეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სულ რამდენიმე წელიწადში და გადაჭარბების გარეშე ვამბობთ ამას, სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოქალაქეები იცხოვრებენ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის, მოქალაქეებზე უკეთ, ვიდრე ისინი დღეს ცხოვრობენ. მინიმუმ, რამდენიმე ქვეყანაზე უკეთ. ალბათ, ეს რომ 10 წლის წინ, დამეთანხმებით, 10 წლის წინ ვინმეს გაეხმოვანებინა შეიძლება გიჟადაც შეგვერაცხა, მაგრამ დღეს ამას ჩვენ კი არ ვამბობთ მხოლოდ, ამას ამბობს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებითაც ვიყოთ ამაყები“, - განაცხადა მდინარაძემ.