რომ არა მათი მედია მხარდაჭერა, „ნაცმოძრაობა“ ფიზიკურად, როგორც პოლიტიკური პარტია არ არსებობს. არარსებული პარტია კიდევ რომ იხლიჩება, ეს კარგია, რადგან ყველაზე მავნებელია პარტიაა და ქვეყნისთვის კარგია, რონ დაღმართისკენ მიდის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი დაწყებულია.

„ხაბეიშვილამდე „ლეველებს“ მელია შეწვდება. მათი დაშლის პროცესი რომ დაწყებულია, ეს არის ფაქტი. მათ ვერ უშველა ვერც მათმა მედიამ. „ნაცმოძრაობა“ მედია პროდუქტია და რეალურად არ არსებობენ. ყველა მტკიცებულებით დასტურდება, რომ რომ არა მათი მედია მხარდაჭერა, „ნაცმოძრაობა“ ფიზიკურად, როგორც პოლიტიკური პარტია არ არსებობს. არარსებული პარტია კიდევ რომ იხლიჩება, ეს კარგია, რადგან ყველაზე მავნებელია პარტიაა და ქვეყნისთვის კარგია, რონ დაღმართისკენ მიდის. ცუდი ისაა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.