ჩვენი ქვეყნიდან რუსეთისთვის დამატებით სანქციების დაწესება წარმოუდგენელი რამ იქნებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა
„ჩვენ ოკუპანტ ქვეყანას პრაქტიკულად, ვერაფრით დავაზიანებდით, შეიძლება, რაღაც 0,01% ე.წ ზიანი მიგვეყენებინა, მაგრამ აქეთ სერიოზულ ზიანს მივიღებდით. კვლევა ხომ გახსოვთ, სადაც გამოიკვეთა, ჩვენ რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნა თუ არ ვცდები, 11,4% იქნებოდა. წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დაგვემართებოდა, როცა პანდემიის დროს 6,4% იყო ვარდნა და გვახსოვს, ამ ქვეყანას რა დაემართა, რა რეცესიები იყო და ეკონომიკაში რა ხდებოდა საერთოდ. ანუ, ეს ორჯერ მეტ უბედურებას მოიტანდა მოქალაქეებისათვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.