გამოწვევაა რუსეთის მხრიდან განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტამდე აქვს ამ ქვეყანას ოკუპირებული. რა თქმა უნდა სერიოზული გამოწვევაა და არა მხოლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ქვეყნის არჩევნებში შეიძლება შესაძლო ჩარევა იყოს რუსეთის და ჩვენთან ბუნებრივია ეს გამოწვევაა, ოღონდ ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს ეს კიდე მეორე საკითხია. – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას რუსეთის მიერ არჩევნებში შესაძლო ჩარევის თაობაზე.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე ანტირუსად იმ ოჯახის წარმომადგენელი გვევლინება, რომლის ოჯახიც მილიონობით ლარს იღებს ყოველთვიურად რუსეთის ბიუჯეტიდან, მაგრამ ამ თემის გაშუქება მედიის მიერ არ ხდება.
„როცა რუბლები მიდის ვიღაცეების ჯიბეებში და საერთოდ არ იმჩნევთ, იქ რა ხდება ცოტა ღრმად უნდა შევიდეთ ამ საკითხებში. ლაკა ხოშტარიაზე ვლაპარაკობ. მილიონობით რუბლს იღებს და საერთოდ ჩემი ეს ინტერვიუ დიდი შანსია, რომ თქვენს ეთერებში საერთოდ არ მოხვდეს, იმიტომ რომ ამას ბლოკავთ ხოლმე, არ ეუბნებით საზოგადოებას. ალბათ ასჯერ მექნება იგივე სიტყვები ნათქვამი და ერთხელ ან ორჯერ შეიძლება იყოს გაშუქებული თქვენს მიერ. უმალავათ საზოგადოებას, რომ მილიონობით ლარს რომ იღებს ყოველთვიურად რუსეთის ბიუჯეტიდან, იმ ოჯახის წარმომადგენელი, ვითომ ყველაზე დიდ ანტირუსად გვევლინება ხოლმე. აი ასეთი სამმაგი, ათმაგი და ასმაგი სტანდარტის გამტარებლად გვევლინებიან ჩვენი ოპონენტები დღეს.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ