„ლელომ“ თქვა, რომ მას ექნება ცხრაპროცენტიანი ზრდა. ოღონდ ცხრა გაახმოვანოს, თავისი სიითი ნომერი. გახარიამ ახსენა 25 მდიდარი ოჯახი და მათ ემსახურება სახელმწიფოო, ამით შეაცურეს თავისი საარჩევნო ციფრები. ახლა ჩვენ ვიტყვით, რომ 41-ჯერ გავანადგურებთ პოლიტიკურად არჩევნებში, 41-ჯერ მოვუგებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„შეგვიძლია, გავიხსენოთ, როგორ შეაპარებენ ხოლმე, როგორ იხვეწებიან მხარდაჭერას მდაბიო კამპანიით „ლელოს“, გახარიას თუ სხვა პარტიის წარმომადგენლები. მაგალითად, „ლელომ“ თქვა, რომ მას ექნება ცხრაპროცენტიანი ზრდა. ოღონდ ცხრა გაახმოვანოს, თავისი სიითი ნომერი. გახარიამ ახსენა 25 მდიდარი ოჯახი და მათ ემსახურება სახელმწიფოო, ამით შეაცურეს თავისი საარჩევნო ციფრები და რიცხვები – ამომრჩეველს ამის გარდა რომ ვერაფრით აწონებს თავს და პიარული ხრიკებით ცდილობ რაღაცების ჩადებას. ახლა ჩვენ ვიტყვით, რომ 41-ჯერ გავანადგურებთ პოლიტიკურად არჩევნებში, 41-ჯერ მოვუგებთ და შემდეგ მათი მედიის წარმომადგენელი გაგიჟდება, რა ამბავია 41, აგერ უკვე 8-9 არჩევნები მოვუგეთ, ახლა მეათეც და ამით დავამთავროთო. ამ არარეალურ ამბებში გადავდივართ.
რაც შეეხება მათ ერთმანეთთან შეპირისპირებაში მყოფ არგუმენტებს, ამბობენ, რუსეთთან ყოველგვარი კავშირი, ეკონომიკური კავშირი უნდა გავწყვიტოთ, სანქციები დავუწესოთო და თან ამბობენ, პენსია 1 000 ლარამდე უნდა გავზარდოთო. თავიდან თქვეს მოსვლისთანავეო, შემდეგ გადააკეთეს და 2029 წლისთვის დაგვიანონსეს. ანუ შემდეგი არჩევნები რომ იქნება, თურმე იმის შემდეგ იქნება 1 000 ლარი. ამ დროს, მათ პუნქტში ეკონომიკური ჩამოქცევაა დაანონსებული, რადგან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები თუ გაწყდება, ჩვენ რუსეთს ამით ვერაფერს დავაკლებთ, თუმცა საქართველოს ეკონომიკას კარგი დღე არ დაადგება. ჩამოშლილი ეკონომიკის პირობებში, არათუ 1 000-ლარიან პენსიას, არსებულ პენსიას ვერ დაარიგებენ, გამორიცხული ამბავია.
მარტივი ეკონომიკური გათვლები გვეუბნება, რომ მათი ასე პოპულისტურად გამოქვეყნებული პუნქტები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თუ ერთი პუნქტი შესრულდება, ახლა არსებულ პენსიას ვერ დაარიგებენ, არათუ 1000-ლარიანს. მსოფლიოში ვერცერთი ქვეყანა ვერ ბედავს, რომ ასეთი პოპულისტური განაცხადი გააკეთოს პენსიების გაორმაგებასთან, გასამმაგებასთან და მგავს საკითხებთან დაკავშირებით. ესენი იბრძვიან არა გამარჯვების მაგვარისთვის, არამედ იმისთვის, იქნებ ბარიერი გადალახონ და რა ენაღვლებათ, იტყვიან რაღაცას და მათი პასუხისმგებლობა არცერთ შემთხვევაში არ იქნება არც პენსიის გაზრდა, არც ქვეყნის განვითარება. ამიტომ რასაც უნდათ იმას იკადრებენ და ამასვე კადრულობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.