გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში  46 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.  

შემთხვევა გუშინ მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, კაცის  ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დედამ იპოვა. შემთხევვის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.