ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არსებული ინფორმაციით, ტრაილერი გადაბრუნდა და მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

საფრთხის გამო, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.