„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე უარყოფს „ხალხის ძალის“ წევრის, ზურაბ ქადაგიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებული ფოტოები გაავრცელა და ხაზარაძეს მიმართა - "რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე? ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა გისმენთ “.
„გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი. ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? ეს ბათუმის ბილეთები. თუ გინდათ, „სელფისაც“ დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ. წარმატებები გეოგრაფიაში“,- წერს ხაზარაძე და ბილეთებს აქვეყნებს.