"ქართული ოცნება" დღეს შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდია... კომიკურია - ეს იქნება ყალბი იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება! - პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითვალისწინებს.
"რუსული ოცნება", პუტინისა და მედვედევის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებს. ჩემი მხარდაჭერა ყველა მოქალაქეს, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
"ქართული ოცნება" დღეს შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდია... კომიკურია - ეს იქნება ყალბი იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება!
"რუსულ ოცნებას" ქვეყანას რუსეთში არ გავატანთ, ჩვენი შვილების მომავალი ევროპაშია!