ეს არის საუკეთესო, წიგნში ჩასაწერი მაგალითი იმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა კითხვაზე, „რას ნიშნავს საქართველოს კონტექსტში რუსი ბიზნესმენების, უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღება, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებით აიხსნა“.

„როგორი რთულიც არ უნდა იყოს ვითარება, ყველას თავისი ინტერესი აქვს და ამის შესაბამისად მოქმედებს. საქართველო სწორედ ამას ეუბნება პარტნიორებს, რომ ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და მისი გაუთვალისწინებლობა რიგითი ფაქტორი არ არის, ამის გამო შეიძლება, სახელმწიფო დავკარგოთ. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს შემთხვევაც კარგად აჩვენებს, რომ ყველა თავის ინტერესებზე ზრუნავს. შეიძლება, ვიღაცამ საქართველოს ყველაფერი დააბრალოს, მაგრამ უკაცრავად, ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავს“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ევროკავშირმა რუსი ბიზნესმენები, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი რუსეთის სასანქციო სიიდან ამოიღო.