ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი და აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 26 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროკავშირის სახელს ამოფარებული პოლიტიკური ძალები აგრძელებენ სამარცხვინო გზას.
"ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 26 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროკავშირის სახელს ამოფარებული პოლიტიკური ძალები აგრძელებენ სამარცხვინო გზას.
ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. დანაშაულია ბრიუსელში, ავსტრიაში და ევროპის ყველა წერტილში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული. მითუმეტეს, რომ ამ დანაშაულებრივ ქმედებაში ბურჭულაძის თანამზრახველებმა სრულად აღიარეს მათ მიერ დანაშაულის ჩადენა და ყველა მათგანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა მართლაც ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას.
დასანანია, რომ პოლ-ჰენრი სპააკის, რობერტ შუმანის და სიმონე ვეილის ევროპარლამენტი დღეს რასა იუკნევიჩიანეს, მალგორჟატა გოშიევსკას და პეტრას აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა,"- წერს ლევან მახაშვილი.









