არ გვაქვს ილუზია, რომ ბრიუსელი თუ ბრიუსელში ზოგიერთი ანგაჟირებული პირი სათანადო დასკვნებს გამოიტანს ასეთი კვლევებიდან, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითი პროექტის კვლევის შედეგებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატების მთავარი მიზანია აღქმების საფუძველზე დასკვნების გამოტანა.

„მათი [ევრობიუროკრატების] მთავარი მიზანია აღქმების საფუძველზე დასკვნების გამოტანა. არა რეალობის, არა კონკრეტული ფაქტების, არამედ აღქმების საფუძველზე, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში თავიანთი მიზნები უფრო მარტივად გაატარონ საქართველოში“, - აღნიშნა მახაშვილმა.

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით, ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს.