ქართველმა მებრძოლმა, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა თბილისში MMA-ის აკადემია გახსნა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდა.
აკადემიაში პროფესიონალ MMA-ის მებრძოლებს როგორც ყოველდღიური ვარჯიშების ჩატარება, ასევე ბრძოლებისთვის მომზადება შეეძლებათ. აკადემია ხელს შეუწყობს მებრძოლების მომზადებასა და განვითარებას.
ასაკობრივ და სამოყვარულო ჯგუფებში სპორტსმენების მიღება და რეგისტრაცია 30 ნოემბრიდან დაიწყება.
მერაბ დვალიშვილის აკადემიის მიზანი საქართველოში MMA-ის განვითარება და პროფესიონალი მებრძოლების მხარდაჭერაა.








