„რა თქმა უნდა, მათ, თავიანთი გადმოსახედიდან, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არანაირად არ აწყობთ, რადგან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, რა რეიტინგი აქვთ. უფრო მკვეთრად არის შემცირებული მათი რეიტინგი, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ, რადგან თავიანთ ამომრჩეველსაც გაუწბილეს იმედები."  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

"ქვეყანაში ქაოსის დათესვას გაორმაგებული ძალებით ცდილობენ და უსირცხვილოდ პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს, რამენაირად საქართველოში ეკონომიკური დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ისინი არიან განულებულები და ერიდებიან, რომ ეს ყველაფერი არჩევნებში არ გამოჩნდეს. რაღაც საბაბს ეძებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. მათ არათუ გამარჯვების, არამედ მინიმალური წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვთ. არ უნდათ, ასე მოიჭრან თავი და ახლა გზებს ეძებენ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, თუმცა მათზე დამოკიდებული არ არის. როგორი დავალებაც წამოვა უცხოელი მფარველებისგან, ვალდებულები იქნებიან, ეს დავალება შეასრულონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.