"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები დააანონსა.

„გთავაზობთ შემდეგ გეგმას: ხვალ, 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი. დედაქალაქში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მოგიწოდებთ და დააფიქსიროთ პროტესტი. ასევე, 9 თებერვლიდან, ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში 13:00 სთ-ზე პარალელურ რეჟიმში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ვგულისხმობ მერიას და გამგეობას, გაიმართება სოლიდარობის აქციები. ადგილზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერებიც, მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები და იცოდნენ კარგად, რომ მათ მოსვენება არ ექნებათ. ასევე, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში 13:00 სთ-ზე გაიმართება საპროტესტო აქციები შაბათს, 11 თებერვალს, 15:00 სთ-ზე, გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. ბატონო ბიძინა, თქვენც,ღარიბაშვილი, ბრეგაძეც, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს, მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.