ნიკა მელია არის წარსული. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი და, მგონი, უნდა გაასწორონ ისრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხის მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი და ვინმე თუ აპირებს ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნას, ეს უმნიშვნელოა.
კითხვაზე, პარტიის დანარჩენი წევრები თუ ეთანხმებიან მანდატების დატოვების შესახებ მის განცხადეას, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა:
„არ მაინტერესებს ნიკა მელიას აზრი და ეს არაერთხელ ავხსენი. თქვენ უტრირებთ ამას და რამდენიმე ეთერში ეს მე ავხსენი".
შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ 2 თებერვალს განაცხადა, რომ პოპულიზმია მიხეილ სააკაშვილის გამოსახსნელად შევარდნისა და შეჭრის შესახებ განცხადებები. ამასთან, მელიამ კაპიტულანტური პოზიცია უწოდა სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ მანდატების დატოვების შესახებ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.