"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტია მზადაა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, პარლამენტი დატოვოს.

ამის შესახებ ხაბეიშვილმა კლინიკა "ვივამედთან" განაცხადა და "ქართულ ოცნებას" მიმართა.

"პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ოღონდ შედეგი რომ დადგეს, ისე კი არა უაზროდ, შედეგის დაყენების შემთხვევაში, აქედანვე ვთავაზობ რუსულ ოცნებას - პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი რომაა, "ქართულ ოცნებასაც" და ბიძინა ივანიშვილსაც გადავუფორმებთ, მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის დავიწყებთ ყველაფერს ნულიდან. მათ ხომ უნდათ, რომ გაქრეს ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა", მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის ჩვენ მზად ვართ მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც, საკრებულოებშიც და პარტიის ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.