დღეს მთელი დღე რომ დავკარგეთ კეზერაშვილზე, ხვალაც რომ დავკარგავთ, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა?, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გადაცემაში "საჯარო პოლიტიკა" განაცხადა.
„თუ სადმე გამოძიება დაიწყება, დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილი თავისი ადვოკატებით თავის თავს აუცილებლად მიხედავს. დავით კეზერაშვილზე რომ ლაპარაკობენ, ისტერიკა აქვთ, მაინტერესებს, ამით ეშველება საქართველოს კანდიდატის სტატუსს? ეშველება კორუფციული სასამართლო რომ გვაქვს? ამით გელათს ეშველება? ამით რიკოთის უღელტეხილზე უბედურება რომ ხდება და ასობით მილიონია გაფლანგული და შეჭმული, ამას ეშველება? ეს არის კონკრეტული თემიდან თემაზე ყურადღების გადატანა და ამის გამოყენების მცდელობა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ეთერში გასული გამოძიების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელმა დავით კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: დავით კეზერაშვილი: არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან