ლევან ბეჟაშვილი კეზერაშვილის შესახებ BBC-ის სტატიაზე: ამ თემით ივანიშვილის ბაობაბების სკანდალის და რიკოთზე არსებული ვითარების გადაფარვა სურთ - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს თემაც კვლავ შემოგდებული არის, სამთავრობო მედიის მიერ იმისათვის, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი ნიგერიაში, იმავდროულად, რიკოთზე არსებული კატასტროფული ვითარება, რომელიც „ქართული ოცნების“ პირდაპირ ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეული“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისათვის, BBC-იმ გამოაქვეყნა გამოძიება ევროპელი პენსიონერების გაძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დავით კეზერაშვილია დასახელებული.