გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, მზად ვართ უზრუნველყოთ ყველაზე კარგი ექსპერტების ჩამოყვანა, ჩვენი ხარჯით - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რასაც აკეთებდა რუსეთი ჩვენს ეკლესიებთან დაკავშირებით, იგივეს აკეთებს კრემლის ხელდასხმით ბიძინა ივანიშვილიდა ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ანადგურებს გელათს და ამასთან დაკავშირებით დასკვნა დადო, მისივე სამინისტროს კონკრეტულმა სამსახურმა. ანუ თეა წულუკიანისსამინისტროში შემავალმა კეთილსინდისიერმა ადამიანებმა დაწერეს დასკვნა, გელათთან დაკავშირებით, რომ არის უმძიმესი მდგომარეობა. დიახ, ივანიშვილი და წულუკიანი არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რაც ხდება. აქედან ახლოს, არის ბაგრატი, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის ხელმძღვანელობით აღდგა, ასევე აღდგა უამრავი ეკლესია. ამ დროს ივანიშვილი ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობებს. მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება, გვინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები ჩამოვიყვანოთ და მზად ვართ, უზრუნველყოთ ყველაზე კარგი ექსპერტების ჩამოყვანა ჩვენი ხარჯით. ამიტომ გვიწევს წულუკიანთან ეს შეთავაზება, რომ თქვენ დაანგრიეთ გელათი და წაშალეთ ისტორია. ჩვენ უნდა განვდევნოთ ეკლესიიდან, წულუკიანები, მაჯლაჯუნები, ეშმაკები, ამ ხალხმა არ უნდა დაიბუდოს აქ. ან მიიღეთ ეს შეთავაზება, ან ხალხის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური და თუ საჭირო იქნება ღონისძიებები უნდა გავატაროთ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.