გამარჯვებამდე და ჭორაობის დასრულებამდე დარჩა 4 დღე - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. გისმენთ, გიყურებთ და მაკვირვებთ ... არც ხალხის პრობლემები იცით, არც არასდროს დაინტერესებულხართ და ვერც ვერასდროს ვერ გაიგებთ. იმდენი გაქვთ, შეუძლებელია გაიგოთ, იმ ადამიანების, ვისი სახელითაც საუბარი გსურთ! 28-29 იანვარს გავიმარჯვებთ - ხალხი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და არა დაქსაქსული ნაციონალური უძრაობა! გამარჯვებამდე და ჭორაობის დასრულებამდე დარჩა 4 დღე!

მიშას გათავისუფლების 63 რაიონული შტაბი + 10 შტაბი დედაქალაქში. მოძრაობა, მოქმედება და ბრძოლა გამარჯვებამდე!“ - წერს ხაბეიშვილი.