მელიამ, სანამ ისტერიკაში ჩავარდება და ენმ-ს უდიდეს ნაწილს დაუპირისპირდება, უნდა გაარკვიოს, რომელ პარტიაში იყრის კენჭს - ამის შესახებ ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„საბოლოო ჯამში, ნიკა მელია დაუპირისპირდა „ნაციონალურ მოძრაობას“. უკაცრავად მაგრამ აჭარაში და ბათუმში „ნაციონალური მოძრაობა“ არის ლევან ვაშალომიძე, ის ამ საარჩევნო კამპანიაში დაუპირისპირდა ლევან ვაშალომიძეს და თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, დიახ ეს ასეა. დაუპირისპირდა დავით კირკიტაძეს, მან რუსთავში მოიგო არჩევნები. დაუპირისპირდა თელავში გამარჯვებულ ლიდერს გიორგი ბოტკოველს. მისი მხარდამჭერები უპირისპირდებიან გენერალ ჯანაშიას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას, რომელმაც საჯაროდ დააფიქსირა ჩემი მხარდაჭერა და ასე შემდეგ. ამიტომ, ნიკა მელიამ უნდა გაარკვიოს, სანამ ისტერიკაში ჩავარდება, სანამ მოქმედი თავმჯდომარე პარტიის უდიდეს ნაწილს დაუპირისპირდება, გალანძღავს, ბოღმას ამოანთხევს, რომელ პარტიაში იყრის კენჭს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.