ევროკავშირს არ უნდა ჰქონდეს არანაირი წუხილი, რასაც ითხოვენ ის ადამიანები, რომ გაიფერთხეთ, ტალახიანებს და მურიანებს ოჯახში ვერ მიგიღებთო, უნდა გავიფერთხოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ისე ვიყავი აქციებზე, ფიზიკურად ვიბრძოდით, რომ ეს კანონი არ მიღებულიყო. კიდევ ვაპირებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ პოლიტიკური მოთხოვნები, ფაქტობრივად, ამოვიღეთ დღის წესრიგიდან და ვთქვით, რომ ევროკავშირს არ უნდა ჰქონდეს არანაირი წუხილი, რასაც ითხოვენ ის ადამიანები, რომ გაიფერთხეთ, ტალახიანებს და მურიანებს ოჯახში ვერ მიგიღებთ, უნდა გავიფერთხოთ. ეს გულისხმობს სასამართლო რეფორმასაც, დეოლიგარქიზაციასაც, პოლიტპატიმრების არყოლასაც“, – განაცხადა ლევან  ხაბეიშვილმა.